Belive

ზუსტად 16 წლის წინ, ლა ლიგაში ანდრეს ინიესტას დებიუტი შედგა (ვიდეო)

1 წთ
2002 წლის 21 დეკემბერი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში აუცილებლად შევა. "ლა ლიგაში" ანდრეს ინიესტამ "ბარსელონას" მაისური პირველად მოირგო. ინიესტა ყველაზე წარმატებულ ესპანელ ფეხბურთელად ითვლება. "ბარსელონას" შემადგენლობაში "დონ ანდრესმა" 16 სეზონის განმავლობაში ითამაშა. "ბლაუგრანას" შემადგენლობაში "ლა ლიგის" ეგიდით, ინიესტამ 442 თამაში ჩაატარა და 35 ბურთი გაიტანა. სულ კი "ბარსელონას" მაისური 674-ჯერ მოირგო და მეტოქეთა კარის აღება 57-ჯერ შეძლო. ინიესტას "ბარსელონაში" 33 ტიტული აქვს მოგებული.

სხვა სტატიები