Belive

ზუსტად 20 წლის წინ, დღევანდელ დღეს სოლსკიაერი პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა (ვიდეო)

1 წთ
1999 წლის 6 თებერვალს, ოლე გუნარ სოლსკიარემა პრემიერლიგის ისტორია შეცვალა. საქმე ისაა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაშინდელი თავდამსხმელი და ახლანდელი მთავარი მწვრთნელი, შეცვლაზე შემოვიდა და 10 წუთში 4 ბურთი გაიტანა. ის "პრემიერლიგის" ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელიც სათადარიგო სკამიდან ჩაერთო თამაშში და პოკერი შეასრულა. ნორვეგიელმა ფეხბურთელმა გოლები მე-80, 88-ე, ორი ბურთი კი 90-ე წუთზე გაიტანა. "მანჩესტერ იუნაიტედის" მეტოქე "ნოტინგემ ფორესტი" იყო. ის შეხვედრა "წითელმა ეშმაკებმა" 8:1 მოიგეს.

სხვა სტატიები