Belive

ზუსტად 24 წლის წინ საქართველომ უელსი 5:0 გაანადგურა (ვიდეო)

1 წთ
1994 წლის 16 ნოემბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა ნაკრებმა უელსი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. UEFA EURO 1996-ის საკვალიფიკაციო ეტაპის, ევროპის ზონის მე-7 ჯგუფის შეხვედრა, თბილისში "ბორის პაიჭაძის" სახელობის სტადიონზე გაიმართა. საკუთარ კედლებში, გულშემატკივრებისაგან ზურგ გამაგრებულმა საქართველოს ნაკრებმა უელსი 5:0 გაანადგურა. გამარჯვების მომტანი გოლების ავტორები გოჩა გოგრიჭიანი, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე და თემურ ქეცბაია გახდნენ - ამ უკანასკნელმა დუბლი გაიფორმა.

სხვა სტატიები