Belive

ზუსტად 3 წლის წინ, ლეგენდამ დაგვტოვა (ვიდეო)

1 წთ
2015 წლის 18 ნოემბერს მსოფლიოს სპორტის ისტორიაში, ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა სპორტსმენმა, მორაგბე ჯონა ლომუმ სიცოცხლე დაასრულა. ჯონა ლომუ მხოლოდ 40 წლის იყო. ახალი ზელანდიის ეროვნულ ნაკრებში 1994-2002 წლებში თამაშობდა. ეროვნულ გუნდში 63 კეპი მოიხვეჭა და 185 ქულა მოაგროვა. მან 37 ლელოს დადება მოახერხა. ლომუ 1996 წლიდან უიშვიათეს და საკმაოდ სერიოზულ თირკმლების დაავადებას ებრძოდა, რომელსაც ნეფროზულ სინდრომს უწოდებენ. სწორედ ამ დაავადებამ დაასრულებინა ლომუს 2002 წელს, 27 წლის ასაკში სპორტული კარიერა.

სხვა სტატიები