Belive

ზუსტად 30 წლის წინ ბარსელონამ კუმანი შეიძინა (ვიდეო)

1 წთ
1989 წლის 22 იანვარს "ბარსელონამ" ისტორიული ტრანსფერი განახორციელა. იმ დროს "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი იოჰან კრუიფი იყო. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა თანამემამულე მცველის, რონალდ კუმანის შეძენა გადაწყვიტა. საბოლოოდ, ტრანსფერი გამართლებული და წარმატებული გამოდგა. კუმანი "ბარსელონას" ღირსებას 1989-1995 წლებში იცავდა, მან "ბლაუგრანას" მაისური 264-ჯერ მოირგო და მეტოქის კარი 88-ჯერ აიღო. კუმანმა კლუბთან ერთად 10 ტიტულის მოგება შეძლო. მათ შორის იყო 1992 წლის ჩემპიონთა თასი, სადაც კუმანმა "სამპდორიას" ისტორიული გოლი გაუტანა.

სხვა სტატიები