ზუსტად 54 წლის წინ, აიაქსში იოჰან კრუიფის დებიუტი შედგა

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, მფრინავი ჰოლანდიელი, “აიაქსის” მაისურით პირველად 1964 წელს გავიდა მოედანზე.

სამშობლოში მან 1973 წლამდე ითამაშა და 240 თამაშში 190 ბურთის გატანა შეძლო. “აიაქსიდან” კრუიფი “ბარსელონაში” გადაბარგდა და “ბლაუგრანას” ლეგენდადაც მოგვევლინა. “ნოუ კამპზე” მან 1978 წლამდე იასპარეზა და 143 თამაშში 48-ჯერ გამოიჩინა თავი. შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა. აშშ-დან კი ისევ სამშობლოში დაბრუნდა და კარიერა “ფეინორდის” შემადგენლობაში დაასრულა.

ჰოლანდიის ნაკრებში იოჰან კრუიფმა 11 წლის განმავლობაში ითამაშა და 48 თამაშში 34 ბურთი გაიტანა.

ლეგენდარული მფრინავი ჰოლანდიელი 2016 წლის 24 მარტს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

(130)

სტატიის ავტორი
-