Belive

ზვიად პატარიძემ საოცარი შეხვედრა მოატრიალა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! (ვიდეო)

1 წთ
ბუქარესტში სტარტი აიღო 23 წლამდელებში მსოფლიო ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის . 130. კგ წონით კატეგორიაში, წონის უდავო ფავორიტმა ზვიად პატარიძემ შეჯიბრი მერვედფინალში, ირანელი ჰოსეინ იუსუფფიადმაჰჩალის 4:1 დამარცხებით დაიწყო, მეოთხედფინალში კი რუს ნოკჩო ლაბაზანოვს 5:1 აჯობა. ნახევარფინალში ზვიადმა ფინელი იოჰანეს მაენპაეაე აშაკარა უპირატესობით 8:0 დაამარცხა და ფინალში უძლიერ თურქს ოსმან ილდირიმს დაუპირისპირდა. შეხვედრა ილდირიმის უპირატესობით წარიმართა და თავიდან იგი 5-ქულიანი სხვაობით იგებდა, თუმცა ზვიადმა საოცარი შეხვედრა დაატრიალა და საბოლოოდ 7:5 გაიმარჯვა.

სხვა სტატიები