Belive

ეროვნული ლიგა: XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

2 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ეროვნული ლიგის მე-14 ტური გამორჩეული იმით გამოდგა, რომ ფრედ არცერთი შეხვედრა დასრულებულა და ხუთმა გუნდმა აქტივში 3 ქულის ჩაწერა მოახერხა. მეთოთხმეტე სათამაშო კვირა უმაღლეს ლიგაში მიმდინარე სეზონში დაწინაურებულ ორ გუნდს შორის გამართული შეხვედრით გაიხსნა და მაში წყალტუბოს "სამგურალმა" ქობულეთის "შუქურას" სერგო კუხიანიძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის მეშვეობით - 1:0 აჯობა. ანალოგიური ანგარიშით მოიგო კიდევ ერთმა იმერულმა კლუბმა - წყალტუბოელთა მეზობელმა "ტორპედომ", "სამგურალის" მსგავსად საშინაო კედლებში იმარჯვა და ფადი ზიდანის გოლით გორის "დილას" მიჯრით მეორე მარცხი აწვნევინა. მინიმალური სხვაობით მოიგო "დინამო თბილისმაც" - საბა ხვადაგიანის მიერ პროფესიონალურ კარიერაში გატანილი სადებიუტო გოლი მოქმედ ჩემპიონს "დინამო არენაზე" "თელავის" დასამარცხებლად ეყო. მთავარ კონკურენტს არ ჩამორჩა აჭარული "დინამოც". ბათუმელებმა ვლადიმერ მამუჩაშვილის, ლაშა შინდაგორიძის, გიორგი ფანცულაიასა და გიული მანჯაგალძის გოლების მეშვეობით, "საბურთალო" უშანსოდ დატოვეს - 4:1. დედაქალაქელებისგან თავი გიორგი კოხრეიძემ გამოიჩინა, რომელმაც ეროვნულ ლიგაში თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. რთული სერიის შემდეგ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო "ლოკომოტივმა". საგურამოში დაბრუნებულმა თბილისურმა კლუბმა ულად-ომარ იმრანის დუბლისა და გიორგი იაკობიძის გოლით "სამტრედიას" - 3:1 აჯობა. იმერელთაგან ერთი ბურთი მათე კვირკვიამ გაქვითა.

მეთოთხმეტე ტურის შედეგები 

სატურნირო მდგომარეობა

14 ტურის შემდეგ ცხრილში მდგომარეობა უცვლელია. ორი "დინამო" კვლავინდებურად თანაბარი ქულებით ლიდერობს, თუმცა ევროზონისთვის მებრძოლი სხვა გუნდები გამოკვეთილ ფავორიტებს უფრო დიდი სხვაობით ჩამორჩნენ, გორის "დილას", "საბურთალოს" და "ლოკომოტივს" შესაბამისად 22 და 21-21 ქულა აქვთ, მაშინ, როცა თბილისური და ბათუმური კლუბების მონაგარი უკვე 31-31 ქულაა. რაც შეეხება გასავარდნ ზონას, აქედან თავის დაღწევას ქუთაისის "ტორპედო" ცდილობს, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და 13 ქულით მეშვიდე ადგილზე აღზევდა. ქუთაითურებს ოთხით კიდევ ერთი იმერული კლუბი, "სამტრედია" ჩამორჩება, ბოლო პოზიციაზე კი 8 ქულის მქონე "თელავი" იმყოფება. ბოლო ორ ხსენებულ გუნდს უკანასკნელი ორი მატჩი წაგებული აქვს, იქამდე ორი კი ფრედ დასრულებული.

სტატისტიკა

უცვლელია ბომბარდირთა დავის ლიდერი. "დინამო თბილისის" სერბ თავდამსხმელს, ზორან მარუშიჩს, რომლის აქტივშიც 7 გოლია, პირველობას ჯერჯერობით ვერავინ ეცილება. მასთან ყველაზე ახლოს მოსახელე კლუბის ფორვარდი, გიორგი ფანცულაია და იური ტაბატაძე არიან, რომლებმაც უკვე 6-6 ბურთის შეგდება მოახერხეს. ფანცულაია თანაგუნდელ ჯაბა ჯიღაურთან ერთად საგოლე გადაცემებშიც ლიდერობს (4), ისევე როგორც მათი გუნდის კარის დარაჯი, ლაზარე კუპატაძე კარის ყველაზე მეტჯერ მშრალად შემნახველ გოლკიპერებს შორის (7).

მეთოთხმეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: მაქსიმე ქვილითაია (“სამგურალი”). მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე ("დინამო ბათუმი"), საბა ხვადაგიანი, დავით კობოური (ორივე “დინამო თბილისი”), ომარ პატარკაციშვილი (“სამგურალი“). ნახევარმცველები: ულად-ომარ იმრანი (“ლოკომოტივი”), მილან რადინი, (“დინამო თბილისი”), ვლადიმერ მამუჩაშვილი (“დინამო ბათუმი”). თავდამსხმელები: ფადი ზიდანი (“ტორპედო”), გიორგი ფანცულაია (“დინამო ბათუმი”), სერგო კუხიანიძე ("სამგურალი"). მწვრთნელი: შოთა ბაბუნაშვილი (“ტორპედო”). განლაგება: 4-3-3. ტურის საუკეთესო ფეხბურთელი: ვლადიმერ მამუჩაშვილი ("დინამო ბათუმი").
ასევე იხილეთ:ეროვნული ლიგა: XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

სხვა სტატიები