მიკელ არტეტა: “მთელი სეზონის საკმარისი ინციდენტები ერთ მატჩში მოხდა” 

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ პრემიერლიგის განახლებიდან პირველსავე ტურში, ყოფილ გუნდ “მანჩესტერ სიტისთან” 0:3 წაგებული მატჩი შეაფასა.

“პირველივე წუთებიდან, ყველაფერი შეცდომით წარიმართა, ნებისმიერი ინციდენტი, რომელიც შესაძლოა სეზონის განმავლობაში მომხდარიყო, წელს დაფიქსირდა. შესაძლოა, ამხელა პაუზის შემდეგ ტრავმების რისკი მაღალია. რაც შეეხება დავიდ ლუისს, ის ძალიან გულწრფელი, პირდაპირი და კარგი ადამიანია, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კი მის მიმართ ჩემი აზრი არ შეიცვლება”, – თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

პირველი ტაიმის შუაში, არტეტას ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია – გრანიტ ჯაკამ და პაბლო მარიმ ტრავმები მიიღეს. რაც შეეხება ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს, იგი თამაშში სწორედ ამ უკანასკნელის ნაცვლად ჩაერთო, 25 წუთში 11-მეტრიანი აიკიდა და წითელი ბარათიც დაიმსახურა.

ასევე იხილეთ: “ყველაფერი ჩემი ბრალია” – დავიდ ლუიზი პასუხისმგებლობას იღებს

(22)

მიკელ არტეტა: “მთელი სეზონის საკმარისი ინციდენტები ერთ მატჩში მოხდა” 

სტატიის ავტორი
-