Belive

ბართომეუ: "ტყუილია! ბარსელონას არავინ დაუქირავებია" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. ესპანელის მტკიცებით, "ბარსას" ხელმძღვანელობის რეპუტაციის აღსადგენად სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშები არ შეუქმნია და ამაში ფული არ დაუხარჯავს. "ბარსელონას" ვინმეს რეპუტაციის შესაქმნელად კერძო კომპანია არასდროს დაუქირავებია. არ ყოფილა მოქმედი ან ყოფილი ფეხბურთელი, აღმასრულებელი პირი ან პრეზიდენტი, რომლის იმიჯის გამოც კლუბს თანხა გადაეხადოს. ეს ტყუილია. საჭიროების შემთხვევაში თავს ოფიციალურად დავიცავთ, ამას ყველა შესაძლებლობით შევეცდებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ტყუილია. არ არსებობს მსგავსი ტიპის კომპანია, რომელიც ჩვენს კლუბს ემსახურება. დიახ, არსებობს ორგანიზაცია, რომელთანაც 2017 წლის შემდეგ ვთანამშრომლობთ, თუმცა მათი მოვალეობა მხოლოდ სოციალური ქსელების მონიტორინგია და არა იქ რაიმე სახის პროპაგანდა",-თქვა "ბარსელონას" პრეზიდენტმა. ასევე იხილეთ: ლაპორტა: “ბართომეუ ყველაფერს მალავს და მაფიოზურ მეთოდებს იყენებს” ასევე იხილეთ: ბართომეუმ სოციალურ ქსელში კრიტიკის გასაქარწყლებლად  მილიონი ევრო დახარჯა 

სხვა სტატიები