Belive

მთავრობის ულტიმატუმი: ბელარუსული ფეხბურთი დაფინანსების გარეშე?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელარუსულ ფეხბურთში დიდი არეულობაა. ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქეს ამხანაგური მატჩებისთვის კლუბებმა ფეხბურთელები არ ათხოვეს. სიტუაცია იქამდე გამწვავდა, რომ საქმეში სპორტის მინისტრი ჩაერთო და მხარეებს პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებისკენ მოუწოდა. მას მერე, რაც ბელარუსის ნაკრებმა შეკრება დაიწყო, ტრავმის გამო მათ კაპიტანი და მეკარე დაკარგეს, პირველი მათგანი კი საქართველოსთან შეხვედრას გამოტოვებს. მორიგი არასასიამოვნო ფაქტი, რომელიც ბელარუსულ ფეხბურთს უკავშირდება, სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის მიმართ წაყენებული ულტიმატუმია. ქვეყნის მმართველებმა ფეხბურთის ფედერაციას აცნობეს, რომ თუ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული გუნდი ვერ მოხვდება, მომავალი წლიდან სახელმწიფოს ბიუჯეტში ფეხბურთი პრიორიტეტულად დასაფინანსებელი პროგრამების სიაში ადგილს დაკარგავს. საქართველოს ნაკრები ბელარუსს 26 მარტს, თბილისში, "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება. ასევე იხილეთ:  ამჯერად ტრავმები: ბელარუსმა კაპიტანი და მეკარე დაკარგა   ასევე იხილეთ:  ბელარუსულ ფეხბურთში კონფლიქტი გამწვავდა: საქმეში მინისტრი ჩაერთო 

სხვა სტატიები