Belive

რუსი მებრძოლი სტერლინგს უკრაინის დროშის გამო აკრიტიკებს

2 წლის წინ სხვა
2 წთ
ალჯამაინ სტერლინგისა და პიოტრ იანის ბრძოლის წინ, დაძაბულობა პიკს აღწევს. 10 აპრილს, დილის 07:30 საათზე, სტერლინგი სატიტულო ბრძოლაში პიოტრ იანს დაუპირისპირდება - მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით სარგებლობს და წინ უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ელის. უმნიშვნელოვანესი ბრძოლის გამართვის წინ, მებრძოლები ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ ერიდებიან. პიოტრ იანი კიდევ უფრო შორს წავიდა და ჯერ მერაბ დვალიშვილის მისამართით გააკეთა შეურაცხმყოფელი განცხადება, შემდეგ ალჯამაინ სტერლინგის გუნდის სრულ შემადგენლობას დაემუქრა და ბოლოს სტერლინგი და მისი გუნდი უკრაინის დროშის ფონზე გადაღებული ფოტოს გამო გააკრიტიკა.

პიოტრ იანი – დვალიშვილის მსგავს ადამიანთან მოლაპარაკება როგორ შეიძლება?

“მას ძმად მივიჩნევ, თავს წაგაცლი” – თოფურია რუს მებრძოლს სოციალურ ქსელებში ალჯამაინ სტერლინგისა და მისი გუნდის წევრების ფოტო გავრცელდა, სადაც ისინი უკრაინის დროში ფონზე დგანან. სტერლინგი მერაბ დვალიშვილი და გუნდის წევრები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ და სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია რუსი მებრძოლის გაღიზიანება. UFC 273-ზე, სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ბრძოლის წინ, პიოტრ იანი აღნიშნავს, რომ ალჯამაინ სტერლინგს ბრძოლისათვის პოლიტიკური ელფერის შეძენა სურს.

"დააკვირდით მის განცხადებებსა და ქცევას. ცდილობს ბრძოლას პოლიტიკური შინაარსი შესძინოს. იყენებს დროშებს, იღიმის და პოზირებს უკრაინის დროშის ფონზე. ის ცდილობს ბრძოლას პოლიტიკური დატვირთვა მისცეს. ჩემი აქ ყოფნა (აშშ) არ სიამოვნებს, რადგან იცის, რომ ჩემი აქ ყოფნა მის დამარცხებას ნიშნავს", - აღნიშნა პიოტრ იანმა. 

სხვა სტატიები