ეროვნული ლიგა: XII ტურის სიმბოლური გუნდი

ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონში ყველაზე ხანგრძლივი მე-12 ტური გამოდგა. “დინამო არენას” მოედნის საფარის კარგ მდგომარეობაში ყოფნის მიზნით, რაც 8 ოქტომბერს, ბელარუსთან გამართული ისტორიული შეხვედრის გამო აუცილებელი გახდა და საბოლოო ჯამში, სათამაშო კვირა 21 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

შედეგად, “დინამო თბილისისა” და “საბურთალოს” დერბი 23 ოქტომბერს შედგა და მასში ჩისკოს შეგირდებმა – 3:1 იმარჯვეს. 

მე-12 ტური სადებიუტო და ამავე დროს გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა “სამტრედიას” ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი მიქაძისთვის, რომლის გუნდმაც ჩემპიონობის ერთ-ერთ მაძიებელ გორის “დილას” – 1:0 სძლია.

აქტივში 3 ქულის ჩაწერა “დინამო ბათუმმა” და “ლოკომოტივმაც” შეძლეს, რომლებმაც ეროვნული ლიგის დებიუტანტებს, შესაბამისად “თელავს” (3:1) და თბილისის “მერანს” (4:0) მოუგეს.

ერთადერთი მატჩი, რომელიც ფრედ დასრულდა, იმერული დერბი გამოდგა, რომელშიც “ჩიხურამ” და “ტორპდომ” – 2:2 ითამაშეს.

ეროვნული ლიგა: XII ტურის სიმბოლური გუნდი 1

მეთორმეტე ტურის შედეგები:

“თელავი” – “დინამო ბათუმი” 1:3

“სამტრედია” – “დილა” 1:0

“მერანი” – “ლოკომოტივი” 0:4

“ჩიხურა” – “ტორპედო” 2:2

“დინამო თბილისი” – “საბურთალო” 3:1

მეთორმეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: იჰორ ლევჩენკო (“დინამო ბათუმი”).

მცველებინიკოლოზ სანდოხაძე, ალექსანდრე გურეშიძე (ორივე თბილისის “ლოკომოტივი”), გოდფრი ობოაბონა (“დინამო ბათუმი”).

ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (თბილისის “ლოკომოტივი”), მიხეილ ბაშალეიშვილი (“თელავი”), ჯაბა ჯიღაური, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ორივე “დინამო ბათუმი”), გიორგი ფანცულაია (ქუთაისის “ტორპედო”).

თავამსხმელებიგიორგი თარგამაძე (“სამტრედია”), ნოდარ ქავთარაძე (“დინამო თბილისი”).

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე (“სამტრედია”).

ეროვნული ლიგა: XII ტურის სიმბოლური გუნდი 2

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

(129)

ეროვნული ლიგა: XII ტურის სიმბოლური გუნდი

სტატიის ავტორი
-